ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად, მარკების კომისიის მიერ შერჩეულ იქნა საფოსტო მარკების ესკიზები, თემაზე: "საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე". საფოსტო მარკების ვიზუალი შეიქმნა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული პირველი რესპუბლიკის უნიკალური დოკუმენტებისა და ფოტო მასალის გამოყენებით. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომაც მიიღო.