ქალთა ეროვნული ჩემპიონატის VIII ტურის მატჩში უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ჩხოროწყუს "სამეგრელოსა" და ხობის "კოლხეთს" შორის შეხვედრა ჩხუბით დასრულდა. მატჩი "სამეგრელოს" გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ხობის "კოლხეთის" "ფეისბუქგვერდზე" გავრცელებულ პოსტში კლუბმა, აღნიშნულ წაგებაში არა ფეხბურთელები, არამედ მსაჯები დაადანაშაულა. ჩხუბის შედეგად დაშავდა რამდენიმე ფეხბურთელი.