„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ კიდევ ერთხელ ეხმაურება ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობას და მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ვაქცინაცია არის ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლის გადარჩენის და კოვიდპანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური გზა. ხოლო მის გარეშექვეყანა ვერ შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას და, შესაბამისად, დიდი ხნით მოუწევს საუბარი ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე და კომპანიების გაუარესებულ ფინანსურ მდგომარეობაზე.
განცხადებაში ნახსენებია, რომ პრობლემას წარმოადგენს სრულფასოვანი განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, რაც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა სკოლის მოწაფეებისა და სტუდენტებისათვის.
ამასთან, ვაქცინაციის ყოველდღიურად მზარდი რიცხობრივი მაჩვენებლები იმედს იძლევა, რომ საქართველო მოკლე ვადაში შეძლებს არსებული რთული ვითარების გადალახვას და ნორმალიზაციისკენ წასვლას.
ასოციაცი აღნიშნავს, რომ ბიზნეს სექტორისთვის ყოველი ახალი შეზღუდვა, ბუნებრივია, გულისხმობს სოლიდურ ეკონომიკურ ზარალს.