საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის - სახალხო დამცველის რეკომენდაცია მთავრობას
საქართველოს სახალხო დამცველმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართა, საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. უჩა ნანუაშვილის განცხადებით სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად, ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა.