„საქართველოს ბანკში“ შეჭრისა და მძევლების აყვანისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე უარყოფს, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფი ბრალდებას აღიარებს, მისი განმარტებით ნიკოლოს წურწუმია ამდროისთვის იყენებს დუმილის უფლებას და ის ფაქტი, რომ მან აღიარა თითქოს დანაშაული, ეს ნიშნავდა მწუხარებას და მან ამ ფორმით მოუხადა ბოდიში იმ ადამიანებს, ვინც მისი ქმედების შედეგად დაზარალდნენ.
ადოკატმა ასევე ისაუბრა ბანკში შეჭრის დღესთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, მან მძევლებს კარის ჩაკეტვა მხოლოდ იმიტომ აიძულა რომ თავი დაეცვა, რადგან ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა. ასევე ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული მხოლოდ იმ თანხის მიღებას ითხოვდა, რომელიც მის მევალეებს ჰქონდათ და თვეების განმავლობში ცდილობდა თანხის დაბრუნებას.
როგორც ადვოკატი განმარტავსა პროტესტის ამ ფორმით ნიკოლოს წურწუმიამ საჯარო გახადა მისი პრობლემა და მევალეებისგან თანხის დაბრუნება საბოლოოდ ამ გზით სცადა.