"საქართველოს ბანკი" ტაქსის მძღოლებს საბანკო-საკრედიტო პროდუქტებზე წვდომის მიზნით ინიციატივით მიმართავს.
როგორც "საქართველოს ბანკის" პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბეჟიაშვილმა განაცხადა, ტაქსის მძღოლებს საკრედიტო შეთავაზებებით სარგებლობა, ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდის ახალი - QR სისტემის დანერგვის შემთხვევაში შეეძლებათ. როგორც მან აღნიშნა, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის QR გადახდა 1-ელი ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი. მისივე თქმით, აღნიშნული სისტემა ტაქსის მძღოლებს ისეთ საბანკო პროდუქტებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს, როგორებიცაა საბანკო საკრედიტო ბარათი, განვადება, სესხი და სხვა.