"საქართველოს ბანკის" დაფინანსებით "ჯი-თი ჯგუფმა" თბილისში, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ფორდის სატვირთო ავტომობილების ცენტრი გახსნა. აღნიშნული ცენტრისთვის ბანკმა 4 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის პროგრამის ფარგლებშიუ. საქართველოს ბანკი აქტიურად აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის (ა) და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას"ჯი-თი ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს შემდეგ ბიზნეს მიმართულებებს: სატვირთო, მუნიციპალური, სპეციალური, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაცია და სერვისი. ასევე სათადარიგო ნაწილების, საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთების რეალიზაცია."საქართველოს ბანკი" კვლავ განაგრძობს ეკონომიკურად გამართლებული პროექტების დაფინასებას. ბანკის წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია, როდესაც ბიზნესს წვდომა აქვს დაფინანსებაზე, რაც მას ხელს უწყობს გაფართოვებაში, მეტი პროდუქტის შექმნასა და სამუშაო ადგილების გაზრდაში.