"საქართველოს ბანკების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე დოლარის სესხების ლარში გადაყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. "საქართველოს ბანკების ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმა შეფასა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პუნქტი, კერძოდ, 2015 წლის იანვრამდე დოლარში გამოტანილი სეხების ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა, სესხის მქონე ადამიანებს იმ ტვირთს მოუხსნის, რაც კურსის ნებისმიერ ცვლილებას უკავშირდება.