საქართველოს საავიაციო ბაზარზე საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. პოლონური ავიაკომპანია "Small Planet Airlines", ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.ფრენები 26 მაისიდან 29 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.