საქართველოს საავიაციო ბაზარს კიდევ ერთი ავიაკომპანია AIR MALTA შეემატება. კომპანია ავიაბაზარზე ოპერირებას ივლისში დაიწყებს. რეგულარული რეისები თბილისი-მალტა-თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ ამბობენ, რომ ახალი კომპანია ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის გაზრდას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამასთან, საავიაციო სფეროშო საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს სწორად პოზიციონირებისთვის. ცნობისთვის, AIR MALTA -მ საავიაციო ბაზარზე ოპერირება 1974 წელს დაიწყო. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის 39 მიმართულებით ასრულებს.