საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია Flynas შემოდის. ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყებს და რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთის სამი უმსხვილესი ქალაქიდან - ერ-რიადიდან, დამამიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით კვირაში სამ-სამი სიხშირით შეასრულებს.ცნობისთვის, ავიაკომპანია Flynas ფრენებს 35 მიმართულებით ასრულებს და თბილისში მისი ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Voyager იქნება.