13:02
27 თებერვალი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება
18-01-2021

საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დღეიდან კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდება. სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ეთერში ბრუნდება „ტელესკოლის“ გაკვეთილებიც.

AutoPlay
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 42 წუთის წინ
ერაყში საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა, 175 კი-დაშავდა
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
260-მდე დევნილ ოჯახს, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცემა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, კახეთის რეგიონშიც მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ბრაზილიის დედაქალაქში კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად „ლოქდაუნი“ გამოცხადდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები