ოპოზიციის ბრალდებას, რომ საქართველოს ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ საქართველოს პრობლემების საერთაშორისო ასპარეზიდან გაქრობა გამოიწვია, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გამოეხმაურა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს არ სჭირდება ახალი ომები და ამ ომებით მსოფლიოს, საერთაშორისო მეგობრების ყურადღების მიქცევა.