ქვეყანაში აქტიურად მიდის მუშაობა ლოგისტიკისა და ტრანსპორტის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების კუთხით, რაც მყარ ფუნადმენტს ქმნის იმისთვის, რომ აღმოიფხვრას სატრანსპორტო ინდუსტრიაში არსებული პრობლემები - ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე Hub Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. ვასო ურუშაძის თქმით, საქართველოს აქვს კონკურენტული უპირატესობა, რომ გარდა სატრანზიტო დერეფნისა, რეგიონის ლოგისტიკურ ჰაბად იქცეს. მისივე თქმით, ეს დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.