საქართველოს აკონტროლებს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პროგრესი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაა აღიარებული.