საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ პეკინში, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება „ერთი სარტყელი ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ფარგლებში გაიმართა. საპარტნიორო ფონდისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს და შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია სიეfსი-ს შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, საფუძველი ჩაეყარა ქართულ-ჩინური "საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის" შექმნას. ფონდის საწესდებო კაპიტალი 50 მილიონი დოლარია.