2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4 მილიონ 555 ათას 673 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან იუწყებიან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3 მილიონ 255 ათას 965 მგზავრს მოემსახურა, რაც 1%-ით ნაკლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 719 ათას 324 იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით მეტია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 571 ათას 629 მგზავრი შეადგინა.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, იანვარ-ოქტომბერში ჯამში, ადგილობრივი აეროპორტებით 8 ათას 755 მგზავრმა ისარგებლა, რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.