2018 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.79%-ით, ხოლო 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 94.23%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები საანგარიშო პერიოდში ჯამში, 2 მილიონ 103 ათას 149 მგზავრს მოემსახურა.
მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მილიონ 675 ათას 58 მგზავრს; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 190 ათას 279-ს; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კი 234 ათას 774 მგზავრს მოემსახურა.