საქართველოს აეროპორტებიდან მგზავრთა გადაყვანით თურქიშ ეარლაინსი ლიდერობს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, თურქულმა ავიაკომპანიამ 9 თვეში 350 ათას 706 მგზავრი გადაიყვანა, რაც საავიაციო მგზავრთნაკადის 11 პროცენტია. მეორე ადგილზეა ქართული ჯორჯიან ეარვეიზია, რომელიც ბაზრის 9% აკონტროლებს, 298 ათას 864 მგზავრით. სამეულშია დაბალბიუჯეტიანი ვიზეარი, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან 240 ათას 55 მგზავრს მოემსახურა. უნგრულ ავიაკომპანიაში ბაზრის 8% მოდის. ხუთეულში ასევე არიან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები და არაბული ფლაი დუბაი. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს აეროპორტები სამ მილიონ 199 ათას 63 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 46.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.