მიმდინარე წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 ათას 467 სამგზავრო და სატვირთო რეისი შესრულდა, რაც 32,23%-ით მეტია რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობაზე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.56%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობაც. კერძოდ, 2017 წელს - 30 ათას 822 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2016 წელს - 27 627 ერთეული გადაფრენა განხორციელდა.