საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლევან ჯანაშიამ, TBC ბანკის იურისტებს თავისი პროგრამის კონცეფცია გააცნო. კერძოდ, პროგრამა ითვალისწინებს საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავებას, ბიუჯეტის გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას, ადვოკატთა პასუხისმგებლობისა და ჯანმრთელობის დაზღვევას. პროგრამა ასევე მოიცავს ასოციაციის შემდგომი განვითარების სხვა პერსპექტივებს. ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ჩატარდება. პრეზიდენტის არჩევა დამსწრე წევრთა ხმათა ურმავლესობით მოხდება