2019 წლის ივლისში საქართველოს 5-ვე აეროპორტი 571 ათას 848 მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 44 ათას 959 მგზავრით ნაკლებია. „აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის 7,3 პროცენტიანი კლება 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის ტემპი 18 პროცენტიდან 12 პროცენტამდე შემცირდა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 მილიონ 58 ათას 473 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს მხოლოდ 12%-ით აღემატება