2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 10.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში 24,3%-ით გაიზარდა იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს საქართველოში.
ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა. ასევე პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩეოდნენ: გერმანია, პოლონეთი და ბულგარეთი.