საქართველომ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე ვენესუელას გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა. მასთაბ საქარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს ვენესუელელ ხალხს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა. მას შემდეგ , რაც მადურო უკანონო პრეზიდენტად ცნეს , ხოლო პრეზიდენტის პოსტი ვაკანტურად გამოაცხადეს.