ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, საქართველომ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებაზე, შიდა აუდიტის დანერგვის საკითხებზე იმსჯელეს. ფორუმს 75 დელეგატი დაესწრო ცენტრალური აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 27 ქვეყნიდან. შეხვედრის მონაწილეებმა, ერთმანეთს, საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. ფინანსთა სამინტროში ამბობენ, რომ ფორუმი საქართველოს დაეხმარება პრაქტიკაში დანერგოს ის რეფორმები, რომელიც დაკავშირებული შიდა აუდიტის, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემასთან. ეს კი საბოლოოდ, ქვეყანაში ფინანსების ეფექტიანად გამოყენებას უზრუნველყოფს.