საქართველომ 2019 წლის იანვარში 847 ტონა ვაშლის ექსპორტი განახორციელა. როგორც East fruit წერს, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდულია. შედარებისთვის, გასული წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე 6 ტონა ვაშლი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ 140-ჯერ მეტი გადაზიდვა განახორციელა.
Fao-ს ეკონომისტის შეფასებით, საქართველოში ვაშლის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც 2018 წლის შემოდგომაზე შიდა ბაზარზე პროდუქტის ფასის მკვეთრი დაცემა გამოიწვია და ეს ტენდენცია ამ დრომდე შენარჩუნდა.
მისივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რუსეთში ვაშლის მიწოდება თითქმის, 100%-ით არის გაზრდილი. ამასთან, რუსეთის გარდა, საქართველოდან ვაშლის ექსპორტი განხორციელდა ასევე: აზერბაიჯანში, უკრაინაში, სომხეთსა და შედარებით მცირე რაოდენობა - ყაზახეთშიც.