საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ. ეს განცხადება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარკო მიკელსონმა "პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
მიკელსონმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უნდა ეცადოს და იპოვოს მოკავშირეები. ამასთან იფიქროს იმაზეც, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოებისადმი გარკვეული "დაღლილობა" არსებობს".
ამასთან, ესტონეთის პარლამენტის წევრი ამბობს, რომ საქართველოს სამომავლო, წარმატებული ინტეგრაცია, როგორც ნატო-ში, ისე ევროკავშირში, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მიდის შიდა საქმეები.