მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის "გლობალური კონკურენტუნარიანობის" ახალი მეთოდოლოგიით მომზადებულ რეიტინგში საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა.
ახალ რეიტინგში საქართველომ 1 საფეხურით წინ წაიწია და 60.9 ქულით 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა. "გლობალური კონკურენტუნარიანობის" ინდექსში პირველ ადგილზეა ამერიკა, მას მოსდევს - სინგაპური, ხოლო მე-3 ადგილზე გერმანიაა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი შვეიცარია და იაპონია ინაწილებენ.