საქართველომ ევროკავშირიდან გრანტისა და კრედიტის სახით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2015-2020 წლებში 469.75 მილიონი ევროს ოდენობის საბიუჯეტო დახმარება მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია "პალიტრანიუსმა" ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა.
უწყების მიერ სააგენტოსთვის გამოგზავნილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველომ ევროკავშირიდან 2015-2020 წლებში გრანტის სახით 333.35 მილიონი ევრო, ხოლო კრედიტის სახით 136.40 მილიონი ევრო მიიღო.
რაც შეეხება გრანტებს წლების მიხედვით: 2015 წელს საქართველომ 48.20 მილიონი ევრო მიიღო; 2016 წელს - 46.95 მილიონი ევრო; 2017 წელს - 58.10 მილიონი ევრო; 2018 წელს - 41.80 მილიონი ევრო; 2019 წელს - 28.80 მილიონი ევრო; 2020 წელს - 109.50 მილიონი ევრო.