საქართველომ ავსტრიისგან საჩუქრად "ასტრაზენეკას" 5000 დოზა ვაქცინა მიიღო - Palitra News

საქართველომ ავსტრიისგან საჩუქრად "ასტრაზენეკას" 5000 დოზა ვაქცინა მიიღო

2021-07-05 10:12:21+04:00

საქართველოს ავსტრიამ 5000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აჩუქა. ინფორმაციას სოციალური ქსელით ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს. ასტრაზენეკას ვაქცინა თბილისში უკვე ჩამოიტანეს.

დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას - ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ“, - წერს ციხელაშვილი სოციალურ ქსელში.