საქართველოში თხილის ექსპორტი ვარდნას განაგრძობს. გამოცემა East fruiT-ის ცნობით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, თხილის ექსპორტი 30%-ით შემცირდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნაა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა წელს მხოლოდ 44 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც, პრობლემების დაწყებამდე, ექსპორტიდან მიღებული თანხა დაახლოებით, 140 მილიონი დოლარი იყო.