თხილი ერთ-ერთი ის პროდუქტია, რომლის ექსპორტიც, მიუხედავად მსოფლიო ლოკდაუნისა, 2020 წლის იანვარ-აპრილში გაიზარდა.
წელს 4 თვეში ქვეყნიდან 14 მილიონ 131 ათასი დოლარის ღირებულების 2 ათას 142 ტონა თხილი გავიდა. ეს კი შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თანხობრივად 26,5%-ით მეტია, 2019 წლის იანვარ აპრილში ქვეყნიდან თხილის ექსპორტმა 11 მილიონ 171 ათას დოლარი შეადგინა.
საქართველოდან ძირითადად ნაჭუჭგაცლილი თხილი გადის. წელს 4 თვეში ექსპორტი 19 ქვეყანაში განხორციელდა. საქსტატის მონაცემებით, ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გერმანიაა, სადაც წელს 3 მილიონ 883 ათასი დოლარის თხილი გავიდა. მას მოსდევს იტალია - 3 მილიონ 483 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზე კი პოლონეთია - 921 ათასი დოლარით.