საუდის არაბეთში განხორციელებული ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება 4.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. კიდევ ერთ პარტია ცხვარს საექსპორტოდ ამზადებენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მადათაფას ტბის მიმდებარედ მოწყობილია სპეციალური საკარანტინე სივრცე, სადაც ცხვარი დაკვირვებასა და შესაბამის გამოკვლევებს გადის. საკარანტინო ვადის დასრულების შემდეგ, ცხვრის ექსპორტი საუდის არაბეთში განხორციელდება.
საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი ძირითადად არაბულ ქვეყნებში ხორციელდება. 2020 წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საუდის არაბეთში განხორციელებული ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება 6-ჯერ, 4.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.