მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 7 მილიონ 200 ათასი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. კერძოდ, "საქსტატის" ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ ოთხ თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 36 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 43 მილიონ 900 ათასი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-6 ადგილზეა და მისმა წილმა მთელ ექსპორტში 3.8% შეადგინა.