მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 2 მილიონ 200 ათასი დოლარით შემცირდა. კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ სამ თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 28 მილიონ 200 ათასი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 30 მილიონ 400 ათასი დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდში სამკურნალო საშუალებები უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში იყო. მისმა წილმა მთელ ექსპორტში 5.3% შეადგინა, მაშინ როცა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-8 ადგილზეა.