მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი მილიონ 500 ათასი დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ ცხრა თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 101 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 99 მილიონ 900 ათსი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-5 ადგილზეა და მისმა წილმა მთელ ექსპორტში 4.1% შეადგინა.