იანვარი-ოქტომბერში საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 116 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 85 მილიონ 500 ათასი დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდში სამკურნალო საშუალებები უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში იყო. მისმა წილმა მთელ ექსპორტში 5.3% შეადგინა, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში კი სამკურნალო საშუალებებზე მთელი ექსპორტის 5% მოდიოდა.