"საქართველოს ფოსტის" განცხადებით, საქართველოდან საფოსტო გზავნილით ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო ნიღბის გაგზავნა იკრძალება. აკრძალვა 2020 წლის 27 თებერვლიდან მოქმედებს.
"აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება" - ნათქვამია საქართველოს ფოსტის განცხადებაში.