საქსტატის მიმდინარე წლის იანვარი-მაისის მონაცემებით, სატაცურის ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველოდან 88.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 14 ტონამდე პროდუქტი გავიდა, გასული წლის 5 თვეში კი ეს მაჩვენებელი - 13 ტონამდე იყო, რაც ღირებულებით ნაწილში 81.9 ათასი აშშ დოლარია.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, სატაცური მხოლოდ ორ ქვეყანაში, კერძოდ, რუსეთსა და სომხეთში გავიდა, საიდანაც 99%-ზე მეტი რუსეთზე მოდიოდა. თუმცა, მიმდინარე წელს ვითარება შეიცვალა და რუსეთში სატაცურის ექსპორტი განახევრდა. ამასთან, როგორც ჩანს, მწარმოებლებმა ახალი ბაზრები აითვისეს.
იმ ქვეყნების ჩამონათვალს შორის, სადაც წელს სატაცური გავიდა, ლიდერობს: რუსეთი, მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩამონათვალში ხვდება ასევე: ქუვეითი და სომხეთი.