საქართველოდან რუსეთში ჩაფრენილი ბორტის მგზავრებს, აეროპორტში სიცხე გაუზომეს - Palitra News

საქართველოდან რუსეთში ჩაფრენილი ბორტის მგზავრებს, აეროპორტში სიცხე გაუზომეს

2019-06-30 13:05:06+04:00

საქართველოდან რუსეთში ჩაფრენილი ბორტის მგზავრებს, აეროპორტში სიცხე გაუზომეს. საქმე ბათუმი-მოსკოვის რეისს ეხება, რომელიც „ურალის ავიახაზებმა“ შეასრულა. მგზავრებს ტემპერატურა მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტში „როსპოტრებნადზორის“ თანამშრომლებმა შეუმოწმეს. რუსული მედიის ინფორმაციით „როსპოტრებნადზორის“ თანამშრომლები ეძებდნენ ადამიანებს, რომელთაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ. რაც შეეხება შემოწმების მიზეზებს, მედიის ცნობით მიზეზად „რუსეთის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადებების შეტანისა და გავრცელების“ პრევენციული ღონისძიებები სახელდება. საბოლოოდ, „როსპოტრებნადზორის“ თანამშრომლებმა თვითმფრინავის ბორტზე ბავშვი „გამოავლინეს“, რომელსაც ტემპერატურა 38,0 ჰქონდა.