2016-2017 წლების სასწავლო წლის დასაწყისის მონაცემებით, საზღვარგარეთ, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში საქართველოს 565 მოქალაქე სწავლობს. საქსტატის მონაცემებით, ეს რაოდენობა 162-ით მეტია წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე.
ქართველი სტუდენტების უმეტესობა - 400 სტუდენტი საზღვარგარეთ სახელმწიფო სასწავლებელში სწავლობს. მათ შორის ყველაზე მეტი - 154 სტუდენტი გერმანიაში ეუფლება განათლებას.