2019 წლის 27 ივნისის მონაცემებით, საქართველოდან უკვე 79 ტონა და 600 კილოგრამი ატმის ექსპორტი განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროდუქტის ექსპორტი ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყო.მათივე ცნობით, კახეთში, ატმის მოსავლის ერთ-ერთ ძირითად რეგიონში, მოსავლის აღება შეუფერხებლად, სპეციალური სამუშაო ჯგუფის ხელშეწყობით მიმდინარეობს. ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ატმის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 190 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 92%-ით მეტია.