2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 968 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი მილიარდ 775 მილიონ 400 ათასი დოლარი, ხოლო იმპორტი 4 მილიარდ 192 მილიონ 900 ათასი დოლარი იყო.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 10 უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფს შორის მოხვდა ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით.კერძოდ, საქსტატის ცნობით, ამ ჯგუფის ექსპორტმა გასულ თვეებში 32 მილიონ 857 ათას 500 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 39 მილიონ 996 ათას 200 დოლარი იყო.