2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიარდ 65 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 2 მილიარდ 102 მილიონ 200 ათასი დოლარი, ხოლო იმპორტი 4 მილიარდ 963 მილიონ 100 ათასი დოლარი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 10 უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფს შორის მოხვდა ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, ამ ჯგუფის ექსპორტმა გასულ თვეებში 39 მილიონ 280 ათას 900 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 45 მილიონ 489 ათას 800 დოლარი იყო.