საქართველოდან ოქროს ექსპორტი იზრდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან 21,397 მლნ დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა, ეს კი 47,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის 1-ელ 3 თვეში საქართველოდან ოქროს ექსპორტმა 14,469 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქართული ოქრო ძირითადად 3 ქვეყანაში გავიდა. ესენია - შვეიცარია, გერმანია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.