2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში მედიკამენტების ექსპორტი 3 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარით შემცირდა. კერძოდ, თუ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში დაფასოებული მედიკამენტების ექსპორტმა 64 მილიონ 100 დოლარი შეადგინა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 67 მილიონ 200 ათასი იყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-5 ადგილზეა და მისმა წილმა მთელ ექსპორტში 4% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის 1-ელ 6 თვეში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 985 მილიონ 900 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი მილიარდ 593 მილიონ 600 ათასი აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი 4 მილიარდ 392 მილიონ 300 ათას აშშ დოლარს შეადგენს.