18:43
17 აგვისტო, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოდან მედიკამენტების ექსპორტი გაიზარდა
09-08-2019

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან დაფასოებული მედიკამენტების ექსპორტი 41 მილიონ 550 ათას 600 დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ ექვს თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 105 მილიონ 638 ათას 800 დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 64 მილიონ 88 ათას 200 დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-4 ადგილზეა და მისმა წილმა მთელ ექსპორტში 6% შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები