მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მედიკამენტების ექსპორტი 44 მილიონ 264 ათას 700 დოლარით ანუ 54.8%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელ შვიდ თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 125 მილიონ 28 ათას 900 დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 80 მილიონ 764 ათას 200 დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-4 ადგილზე იყო და მისმა წილმა მთელ ექსპორტში 5.9% შეადგინა.