2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან დაფასოებული მედიკამენტების ექსპორტმა 141 მილიონ 927 ათას 700 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით მეტია.
საქსტატის ცნობით, გასულ წლის 9 თვეში ქვეყნიდან 101 მილიონ 352 ათას 200 დოლარის პროდუქცია გავიდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში დაფასოებული მედიკამენტები ყველაზე დიდი რაოდენობით უზბეკეთში გავიდა, რომლის ექსპორტმა 49 მილიონ 807 ათასი დოლარი შეადგინა. მას 21 მილიონ 826 ათასი დოლარით აზერბაიჯანი მოსდევს. მესამე ადგილზე კი უკრაინაა, სადაც 15 მილიონ 2 ათასი დოლარის დაფასოებული მედიკამენტები გავიდა. მე-4 და მე-5 პოზიციებს რუსეთი და ყირგიზეთი ინაწილებენ, შესაბამისად 14 მილიონ 226 ათასი და 13 მილიონ 474 ათასი დოლარით.