საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი წელს 3-ჯერ გაიზრდება. როგორც შპს „ნადი გრუპის“ ხელმძღვანელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მოთხოვნა ძირითადად მოდის იტალიიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან. თუმცა, ესპორტი უძუალოდ იტალიაში ხორციელდება. კერძოდ, თუ შარშან იტალიაში 15 ტონა პროდუქტი გავიდა, წელს დეკემბერში 45 ტონამდე იქნება. მისი შეფასებით, მოთხოვნის ზრდა, უცხოეთში პროდუქტის პოპულარობამ განაპირობა.
ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ეს არის ევროპული ჯიშების ლოკოკინები, რომელთა გამრავლებაც საქართველოში ხდება.
მისი თქმით, პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, უცხოელი პარტნიორების მოძიება რთული არ არის. თუმცა, ცოცხალი ლოკოკინები საქართველოში პოპულარობით მაინც ვერ სარგებლობს.